მონაწილენი ესწრაფვიან განამტკიცონ თავიანთი ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ისეთი პირობების შექმნის მიზნით, რომლებიც შეესაბამება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობას, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებიან მე-8 და მე-17 მუხლებში მოხსენიებულ სიტუაციებს, კერძოდ, იმისთვის, რომ:
(ა) ხელი შეუწყონ დიალოგს მხარეებს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ;
(ბ) გააფართოონ სახელმწიფო სექტორის სტრატეგიული და მმართველობითი შესაძლებლობები საზოგადოებრივი კულტურის დაწესებულებებში, პროფესიული და საერთაშორისო კულტურული და გაცვლის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
(გ) განამტკიცონ პარტნიორობა როგორც სამოქალაქო საზოგადოებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, ისე მათ შორის, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების წახალისების და ხელშეწყობის მიზნით;
(დ) ხელი შეუწყონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და პარტნიორული ურთიერთობის სტიმულირებას ინფორმაციის გაცვლის გაფართოებისა და კულტურული ურთიერთგაგების გაუმჯობესების და აგრეთვე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების წახალისების მიზნით;
(ე) წაახალისონ ხელშეკრულებების დადება ერთობლივი წარმოების და განაწილების შესახე