1. 4.6 მუხლით განსაზღვრული კულტურის პოლიტიკისა და ზომების ფარგლებში და საკუთარი კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლებიც მიმართულია მის ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ.

2. ამგვარ ზომებში შეიძლება შედიოდეს შემდეგი:

(ა) მარეგულირებელი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას;

(ბ) ზომები, რომლებიც შესაბამისი ფორმით უზრუნველყოფს შესაძლებლობებს, რათა ადგილობრივმა კულტურულმა საქმიანობამ, კულტურის საქონელმა და მომსახურებამ თავისი ადგილი დაიკავოს მათ ტერიტორიაზე კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების მთელ ერთობლიობაში, მათი შექმნის, წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და სარგებლობის თვალსაზრისით, აგრეთვე ზომები, რომლებიც ეხება ამგვარ კულტურულ საქმიანობასთან, კულტურის საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით გამოყენებულ ენას;

(გ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კულტურის დამოუკიდებელ ადგილობრივი ინდუსტრიისა და არაოფიციალური სექტორის საქმიანობისათვის ხელმისაწვდომი იყოს კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონლის და მომსახურების წარმოება, გავრცელება და განაწილება;

(დ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური დახმარების გაწევას;

(ე) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს არაკომერციული ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების, შემოქმედი ადამიანების და კულტურის სხვა მოღვაწეების მხარდაჭერას იდეების, კულტურული თვითგამოხატვის და კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გაცვლის განვითარებისა და წახალისების საქმეში, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოქმედებითი და სამეწარმეო ხასიათის სტიმულირებას;

(ვ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შექმნასა და მზარდაჭერას, საჭიროებისდა მიხედვით;

(ზ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი მუშაკების და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების წახალისებასა და მხარდაჭერას;

(თ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობას საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების გზი