1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპი
კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორიცაა საკუთარი აზრის გამოთქმა, ინფორმაციის და კომუნიკაციის თავისუფლება და ასევე ცალკეულ პირთა შესაძლებლობა, აირჩიონ კულტურული თვითგამოხატვის ფორმა. ვერავინ გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს იმისთვის, რომ დაირღვეს ან შეიზღუდოს ადამიანის ის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ან გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.
2. სუვერენიტეტის პრინციპი
გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად სახელმწიფოებს აქვთ სუვერენული უფლება, განახორციელონ თავიანთ ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ზომები და პოლიტიკა.
3. ყველა კულტურის თანასწორი ღირსებისა და პატივისცემის პრინციპი
კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა გულისხმობს ყველა კულტურის თანასწორი ღირებისა და პატივისცემის აღიარებას, უმცირესობისა და მკვიდრი ხალხების წარმომადგენელთა კულტურების ჩათვლით.
4. საერთაშორისო სოლიდარობისა და თანამშრომლობის პრინციპი
საერთაშორისო თანამშრომლობა და სოლიდარობა მიზნად უნდა ისახავდეს ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით განვითარევადი ქვეყნებისთვის, ისეთი შესაძლებლობების მინიჭებას, რომლებიც დაეხმარება მათ კულტურული თვითგამოხატვის საკუთარი ფორმების შექმნასა და განმტკიცებაში, მათი კულტურის ინდუსტრიის, როგორც ჩამოყალიბების ფაზაში მყოფის, ასევე უკვე არსებულის ჩათვლით, ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე.
5. განვითარების ეკონომიკური და კულტურული ასპექტების ურთიერთშევსების პრინციპი
ვინაიდან კულტურა განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, განვითარების კულტურულ ასპექტებს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკურს, და ადამიანებისა და ხალხების ძირითადი უფლებაა მონაწილეობდნენ ამაში და სარგებლობდნენ მისი შედეგებით.
6. განუხრელი განვითარების პრინციპი
კულტურული მრავალფეროვნება ადამიანებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მისი დაცვა, ხელშეწყობა და შენარჩუნება ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობის მიზნით განუხრელი განვითარების ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნაა.
7. თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი
კულტურული თვითგამოხატვის და ურთიერთგაგების ხელშეწყობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია მთელ მსოფლიოში კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების თანასწორი ხელმისაწვდომობა და კულტურებისთვის თვითგამოხატვისა და გავრცელების საშუალებების ხელმისაწვდომობა.
8. გახსნილობისა და წონასწორობის პრინციპი
როცა სახელმწიფოები მიმართავენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობის ზომებს, ისინი უნდა ცდილობდნენ სათანადოდ შეუწყონ ხელი გახსნილობას მსოფლიოს სხვა კულტურების მიმართ და უზრუნველყონ, რომ ეს ზომები შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციის მიზნებს.
II. გამოყენების სფე