წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის მიღებულია შემდეგი ტერმინები:
1. კულტურული მრავალფეროვნება
,,კულტურული მრავალფეროვნება“ გულისხმობს იმ მრავალფეროვან გზებს, რომელთა მეშვეობითაც ვლინდება ჯგუფებისა და საზოგადოების კულტურა, ასეთი თვითგამოხატვა ხდება როგორც ჯგუფებისა და საზოგადოებებში, ისე მათ შორის.
კულტურული მრავალფეროვნება ვლინდება არა მხოლოდ იმ სხვადასხვა საშვალებებით, რომლებითაც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა გამოიხატება, ვითარდება და ვრცელდება კულტურული თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, არამედ სხვადასხვა სახის მხატვრული შემოქმედებითაც, აგრეთვე კულტურული თვითგამოხატვის საქონლის წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და მოხმარების გზით, გამოყენებული საშვალებებისა და ტექნოლოგიების მიუხედავად.
2. კულტურული შინაარსი
,,კულტურული შინაარსი“ გულისხმობს სიმბოლურ შინაარსს, მხატვრულ ასპექტს და იმ კულტურულ ღირებულებებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს კულტურული თვითმყოფადობა ან რომლებიც განასახიერებს ამ კულტურულ თვითმყოფადობას.
3. კულტურული ტვითგამოხატვა
,,კულტურული თვითგამოხატვა“ ნიშნავს გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც წარმოადგენს ინდივიდების, ჯგუფების და საზოგადოებების შემოქმედების შედეგს და შეიცავს კულტურულ შინაარსს.
4. კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონელი და მომსახურება ,,კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონელი და მომსახურება,, ნიშნავს ისეთ საქმიანობას, საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც, როცა კონკრეტული ნიშანთვისების, მოხმარების ან მიზნის თვალსაზრისით განიხილება, განასახიერებს ან ატარებს კულტურული თვითგამოხატვის ნიშნებს მათი კომერციული ღირებულების მიუხედავად. კულტურული საქმიანობა შეიძლება წარმოადგენდეს თვითმიზანს ან ხელს უწყობდეს კულტურული საქონლის წარმოებას ან მომსახურების განხორციელებას.
5. კულტურის ინდუსტრია
,,კულტურის ინდუსტრია“ ნიშნავს წარმოების ისეთ სფეროებს, რომლებიც აწარმოებს და ავრცელებს კულტურის საქონელსა და მომსახურებას, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 პუნქტში ზემოთ.
6. კულტურის პოლიტიკა და ზომები
,,კულტურის პოლიტიკა და ზომები“ ნიშნავს კულტურასთან დაკავშირებულ იმ პოლიტიკასა და ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე, რომლებიც ან ფოკუსირებულია კულტურაზე, როგორც ასეთზე, ან გათვლილია ინდივიდების, ჯგუფების ან საზოგადოებების კულტურულ თვითგამოხატვაზე უშუალო ზემოქმედებისთვის, კულტურული საქმოანობის, კულტურის საქონლის და მომსახურების შექმნის, წარმოების, გავრცელების, განაწილების და ხელმისაწვდომობის ჩათვლით.
7. დაცვა
,,დაცვა“ ნიშნავს ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვასა და განვითარებას. ,,დაცვა“ ნიშნავს ამგვარი ზომების მიღებას.
8. კულტურათაშორისი ურთიერთქმედება
,,კულტურატაშორისი ურთიერთქმედება ნიშნავს სხვადასხვა კულტურების არსებობას, მათ შორის თანასწორ ურთიერთქმედებას და საერთო კულტურული თვითგამოხატვის საერთო ფორმების შექმნის შესაძლებლობას დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გზით.
IV. მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებე