1. მონაწილენი, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტების შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღიარებენ თავიანთ სუვერენულ უფლებას, ჩამოაყალიბონ და გაატარონ კულტურასთან დაკავშირებული თავიანთი პოლიტიკა, მიიღონ კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის ზომები და განახორციელონ წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების ღონისძიებანი.

2. როცა მონაწილე ახორციელებს პოლიტიკას და იღებს ზომებს თავის ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, მისი პოლიტიკა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციის დებულებებ