მონაწილეები:

(ა) წაახალისებენ და მხარს დაიჭერენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებას, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამირების და საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების დახმარებით;

(ბ) ითანამშრომლებენ სხვა მხარეებთან და საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან წინამდებარე მუხლის მიზნების მისაღწევად;

(გ) ყველა ზომას მიმართავენ შემოქმედების და საწარმოო პოტენციალის განმტკიცების სტლიმულირებისთვის კულტურის ინდუსტრიის სფეროში საგანმანათლებლო, ტრენინგისა და გაცვლითი პროგრამების შემუშავების გზით. ეს ზომები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მათ უარყოფითი ზემოქმედება არ მოახდინონ წარმოების ტრადიციულ ფორმებზ