მონაწილენი ესწრაფვიან თანამშრომლობას განუხრელი განვითარების და სიღატაკის შემცირების მიზნით, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა ხელი შეუწყონ კულტურული დინამიკური სექტორის ჩამოყალიბებას, კერძოდ, შემდეგი საშუალებებით:

(ა) კულტურის ინდუსტრიის განმტკიცება განვითარებად ქვეყნებში შემდეგი გზებით:

(i) კულტურის სფეროში წარმოების და განაწილების შესაძლებლობათა შექმნა და განმტკიცება განვითარებად ქვეყნებში;

(ii) მათი კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონლისა და მომსახურებისთვის გლობალური ბაზრის და განაწილების საერთაშორისო ქსელის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

(iii) სიცოცხლისუნარიანი ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების წარმოქმნისადმი ხელშეწყობა;

(iv) განვითარებად ქვეყნებში შესაბამისი ზომების მიღება, სადაც ეს შესაძლებელია, მათ ტერიტორიებზე განვითარებადი ქვეყნების კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით;

(v) შემოქმედებითს საქმიანობაში მხარდაჭერა და ისეთი პირობების შექმნა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს განვითარებადი ქვეყნების ხელოვნების მუშაკების გადაადგილება;

(vi) განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება ისეთ სფეროებში, კერძოდ, როგორიცაა მუსიკა და კინემატოგრაფია;

(ბ) პოტენციალის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლის, აგრეთვე განვითარებად ქვეყნებში ადამიანური რესურსების მომზადების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, იმ სფეროებში, რომლებიც, დაკავშირებულია, კერძოდ, სტრატეგიულ და მმართველობით შესაძლებლობებთან, პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებასთან, კულტურული თვითგამოხატვის წახალისებასა და გავრცელებასთან, მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების ჩამოყალიბებასთან, ტექნოლოგიების გამოყენებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გადაცემასთან;

(გ) ტექნოლოგიის გადაცემა წახალისების შესაბამისი ზომების გამოყენებით ტექნოლოგიის და ,,ნოუ-ჰაუს“ გაცვლისათვის, განსაკუთრებით კულტურის ინდუსტრიისა და საწარმოების სფეროში;

(დ) ფინანსური დახმარება შემდეგი გზებით:

(i) კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის ჩამოყალიბება, როგორც ეს აღნიშნულია მე-18 მუხლში;

(ii) ოფიციალური დახმარება განვითარებაში, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური დახმარების ჩათვლით, შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირების და მხარდაჭერის მიზნით;

(iii) ფინანსური დახმარების სხვა ფორმები, კერძოდ, როგორიცაა დაბალპროცენტიანი სესხები, გრანტები და დაფინანსების სხვა მექანიზმებ