1. მონაწილენი აღიარებენ, რომ ისინი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ წინამდებარე კონვენციით და ყველა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ თავიანთ ვალდებულებებს, რომელთა მიმართაც ისინი განიხილებიან როგორც მხარეები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე კონვენცია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების თანაბარმნიშვნელოვანია:

(ა) მონაწილენი ხელს შეუწყობენ წინამდებარე კონვენციას და იმ სხვა ხელშეკრულებებს შორის ურთიერთმხარდაჭერას, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ; და

(ბ) იმ ხელშეკრულებების ინტერპრეტაციისას ან გამოყენებისას, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებების მიღებისას, მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე კონვენციის დებულებები.

2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი იქნება გაგებული ისე, რომ შესაძლებელი გახდეს რომელიმე იმ სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაწილეთა უფლებებისა თუ ვალდებულებების შეცვლა, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენე