1. კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შორის რაიმე დავის წამოჭრის შემთხვევაში, მონაწილენი ეცდებიან მის გადაწყვეტას მოლაპარაკების გზით.
2. თუ მონაწილენი ვერ მოახერხებენ დავის გადაჭრას მოლაპარაკების გზით, მაშინ მათ, ერთობლივად, უნდა მიმართონ მესამე მხარეს ან ითხოვონ მისი შუამდგომლობა.
3. თუ არ იქნა გაწეული სათანადო მომსახურება ან შუამდგომლობა ანდა არ იქნა მიღწეული მოლაპარაკების გზით, სათანადო მომსახურებით ან შუამდგომლობით, მონაწილეს შეუძლია დაარეგულიროს ეს წინამდებარე კონვენციის დანართი მოცემული პროცედურის შესაბამისად. მონაწილენი კეთილსინდისიერად განიხილავენ მომრიგებელი კომისიის მიერ შემოტანილ წინადადებას დავის გადაჭრის თაობაზე.
4. კონვენციის რატიფიცირების, მიღების ან მასთან შეერთებისას ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს მორიგების ზემოხსენებულ პროცედურას. ყოველ მონაწილეს, რომელსაც გაკეთებული აქვს ამგვარი განცხადება, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გაუქმება იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის შესაბამის შეტყობინების წარდგენის შემდე