1. წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მისი დენონსირება.

2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობითი დოკუმენტით, რომელიც შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

3. დენონსაცია ძალაში შევა დენონსაციის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ. იგი არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ მონაწილის ფინანსურ ვალდებულებებს, რომელშიც კონვენციის დენონსაციის მომხდენმა მონაწილემ უნდა შეასრულოს იმ თარიღამდე, როცა კონვენციიდან გასვლა ძალაში შევ