ვინაიდან აღიარებულია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები მხარეებს ერთნაირ ვალდებულებებს აკისრებს მათი კონსტიტუციური სისტემების მიუხედავად, მონაწილეთა მიმართ, რომლებსაც ფედელალური ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები აქვთ, მოქმედებს შემდეგი დებულებები:
(ა) წინამდებარე კონვენციის დებულებებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელებაზეც ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების სამართლებრივი იურისდიქცია ვრცელდება, ფედერარულ ან ცენტრალურ მთავრობას ისეთივე ვალდებულებები ეკისრება, როგორც იმ მონაწილეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ფედერალურ სახელმწიფოებს;
(ბ) წინამდებარე კონვენციის დებულებებთან მიმართებაში, რომელთა შესრულებაც ექვემდებარება სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ყოველი სუბიექტის იურისდიქციას, კერძოდ, ისეთების, როგორიცაა შტატები, საგრაფოები, პროვინციები ან კანტონები, რომლებიც ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის შესაბამისად ვალდებული არ არიან მიიღონ საკანონმდებლო ზომები, ფედერარული მთავრობა შეატყობინებს, საჭიროების შესაბამისად, ისეთი სუბიექტების კომპეტენტურ ორგანოებს, როგორიცაა შტატები, საგრაფოები, პროვინციები თუ კანტონები, ზემოხსენებულ დებულებებს და მიაწვდის რეკომენდაციას მათი მიღების თაობაზ