1. თუ სახელმწიფოს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც სხვადასხვა სამართლის სისტემა მოქმედებს წინამდებარე კონვენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით, მას ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს შეუძლია, 63-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია ვრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე ან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანზე და უფლება აქვს ნებისმიერ დროს ამ დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება სხვა დეკლარაციის წარდგენით.
2. ნებისმიერი ასეთი დეკლარაცია უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს და მასში გარკვევით უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.
3. თუ სახელმწიფო არ აკეთებს ამ მუხლით განსაზღვრულ დეკლარაციას, წინამდებარე კონვენცია გავრცელდება ამ სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.
4. ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზ