1. კონვენციის ხელმოწერა შეუძლიათ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იყვნენ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრები მისი ოცდამეერთე სხდომის დროს, ასევე იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სესიაში.
2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, და სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება უნდა მოხდეს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს კონვენციის დეპოზიტარს.
3. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას შეუძლია მიუერთდეს კონვენციას მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. შეერთების შესახებ დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს დეპოზიტარს.
5. ასეთი შეერთება ძალაში შედის მხოლოდ შეერთების მსურველ სახელმწიფოსა და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი მის შეერთებასთან დაკავშირებით, 65-ე მუხლის მიხედვით შეტყობინების დღიდან 12 თვის ვადაში. ასეთი წინააღმდეგობა შეიძლება ასევე გამოთქვან სახელმწიფოებმა იმ დროს, როდესაც ისინი მოახდენენ კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ამგვარი შეერთების შემდეგ. ნებისმიერი ასეთი წინააღმდეგობის შესახებ უნდა ეცნობოს დეპოზიტარ