1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და იმ არაწევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში და ევროპის თანამეგობრობისთვის.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც 10 ხელმომწერი სახელმწიფო, რომელთა შორის ევროპის საბჭოს არანაკლებ 8 წევრი სახელმწიფოა, გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულოობასთან დაკავშირებით წინა პუნქტის დებულებათა შესაბამისად.

2. 1-ლ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, ან ევროპის თანამეგობრობისთვის, რომელიც შემდგომში გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულობასთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც ეს სახელმწიფო მოახდენს თავისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებას