1. ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში GRETA) მონიტორინგს გაუწევს მონაწილეთა მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.
2. GRETA შედგება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 წევრისაგან, გენდერული და გეოგრაფიული ბალანსის დაცვითა და მრავალდარგობრივი გამოცდილების გათვალისწინებით. ამ წევრებს აირჩევს მონაწილეთა კომიტეტი 4 წლის ვადით წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მონაწილეთა მოქალაქეების მხრიდან. ეს ვადა ექვემდებარება განახლებას მხოლოდ ერთხელ.
3. GRETA- ს წევრების არჩევა განხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
a) წევრები უნდა წარმოადგენდნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირებს, მათ უნდა გააჩნდეთ კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა დაცვის, მსხვერპლთათვის დახმარების გაწევისა და დაცვის ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ან უნდა ჰქონდეთ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სფეროებში მუშაობის პროფესიული გამოცდილება;
b) წევრები თავად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ჯგუფის მუშაობაში, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი თავიანთი ფუნქციების შესრულებისას და უნდა შეეძლოთ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება;
c) GRETA-ს ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქე;
d) წევრები უნდა წარმოადგენდნენ ძირითად საკანონმდებლო სისტემებს.
4. GRETA-ს წევრების არჩევის პროცედურას განსაზღვრავს მინისტრთა კომიტეტი წინამდებარე კონვენციის მონაწილეებთან კონსულტირებისა და მათი ერთსულოვამი თანხმობის მიღების შემდეგ, კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. GRETA დაამტკიცებს თავის საპროცედურო წესს