ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის, კერძოდ კი მისი მე-6 მუხლის შესაბამისად, თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სასამართლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნეს:
a) მსხვერპლთა პირადი ცხოვრების და საჭიროების შემთხვევაში, ვინაობის დაცვა;
b) მსხვერპლთა უსაფრთხოება და მათი დაცვა, რათა მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დაშინების მეთოდები.
თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ბავშვი მსხვერპლის შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებათა უზრუნველყოფისა და მათთვის სპეციალური დაცვის ზომებით სარგებლობის უფლების მინიჭების გზი