1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო დ სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ბოროტმოქმედების მიმართ ჩატარებული გამოძიების და სამართალდევნის პროცესში ან მის შემდგომ, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული შურისძიება ან დაშინება, ეფექტური და სათანადო დაცვით უზრუნველყოფილ იქნან:
a) მსხვერპლნი;
b) ის პირები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა შესახებ ინფორმაციას აწვდიან საგამოძიებო ან სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებს ან სხვაგვარად თანამშრომლობენ მათთან;
c) მოწმეები, რომლებიც ჩვენებას იძლევიან წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა შესახებ;
d) აუცილებლობის შემთხვევაში იმ პირთა ოჯახის წევრები, რომლებიც მითითებულია ქვეპუნქტში (a) და (c).
2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა სახის დაცვა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ დაცვას, ადგილმდებარეობისა და ვინაობის შეცვლას და სამსახურის შოვნაში დახმარების გაწევას.
3. მსხვერპლი ბავშვის მიმართ გატარდება სპეციალური დაცვითი ზომები ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
4. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ იმ ჯგუფების, ფონდების, ასოციაციების ან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ახორციელებენ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, უზრუნველყოფილ იქნან შესაბამისი დაცვით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათთვის სამაგიეროს გადახდა ან დაშინება ბოროტმოქმედების მიმართ ჩატარებული გამოძიების და სამართალდევნის პროცესში ან მის შემდგომ.
5. თითოეული მხარე განიხილავს სხვა სახელმწიფოებთან შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობას წინამდებარე მუხლის განხორციელების მიზნი