1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა მე-18-21-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის შემოღებულ იქნეს ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები. მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულების შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილია ფიზიკურ პირთა მიერ, ასეთი სანქციები მოიცავს სასჯელის ისეთ ზომას, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ექსტრადაცია.

2. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ 22-ე მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემული იურიდიული პირის მიმართ განხორციელდეს ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სისხლის სამართლებრივი ან არასისხლის სამართლებრივი სანქციები ან ზომები, ფულადი სანქციების ჩათვლით.

3. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლითა და მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლის დანაშაულებათა იარაღების ან მათი ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლების, ან იმ ქონების კონფისკაციას ან სხვა სახით ჩამორთმევას, რომლის ღირებულებაც შეესაბამება ასეთ შემოსავლებს.

4. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია იმ დაწესებულების დროებით ან სამუდამოდ დახურვის მიზნით, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანებით ვაჭრობის მიზნით, კეთილსინდისიერ მესამე მონაწილეთა უფლებების შეუზღუდავად, ან რომლებიც აუცილებელია, რათა დანაშაულის ჩამდენ პირს აეკრძალოს, დროებით ან სამუდამოდ, ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომლის განმავლობაშიც ჩადენილ იქნა ასეთი დანაშაულ