1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დადგინდეს ეფექტური, პროპორციული და გამოსასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები, მათი სიმძიმის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს სასჯელებს, რომლებიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაძლო ექსტრადიციით.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ იურიდიულ პირებს, რომელთაც დაეკისრათ პასუხისმგებლობა 26-ე მუხლის შესაბამისად, შეეფარდოთ ეფექტური, პროპორციული და გამოსასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები, რომლებიც მოიცავს სისხლისამართლებრივ ან არასისხლისამართლებრივ ფულად ჯარიმებს და შესაძლოა ითვალისწინებდეს სხვა ზომებსაც, კერძოდ:
a) საზოგადოებრივი სიკეთეებით ან დახმარებით სარგებლობის უფლების წართმევა;
b) კომერციული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა პერმანენტულ ან დროებით საფუძველზე;
c) სასამართლო ზედამხედველობის დაწესება;
d) ლიკვიდაციის შესახებ სასამართლო ბრძანება.
3. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს,a. რათა უზრუნველყოს ამოღება და კონფისკაცია:
- იმ საქონლის, დოკუმენტების და სხვა საშუალებების, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ან ჩადენის გაადვილების მიზნით;
- ასეთი დანაშაულების ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლების, ან იმ ქონების, რომლის ღირებულებაც ამ შემოსავლების შესატყვისია.
b. უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით გამოყენებული ნებისმიერი დაწესებულების დროებითი ან პერმანენტული დახურვა, კეთილსინდისიერ მესამე მხარეთა უფლებების შეულახავად, ან აუკრძალოს დანაშაულის ჩამდენს, დროებით ან პერმანენტულად, ისეთი პროფესიული ან ნებაყოფლობითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს კონტაქტს ბავშვებთან და რომლის განხორციელების პროცესშიც ჩადენილ იქნა დანაშაული.
4. თითოეულ მხარეს შეუძლია დანაშაულის ჩამდენთა მიმართ მიიღოს სხვა ზომებიც, როგორიცაა მშობლის უფლების ჩამორთმევა ან მსჯავრდებულ პირებზე მონიტორინგის ან ზედამხედველობის დაწესება.
5. თითოეულ მხარეს შეუძლია დაადგინოს, რომ წინამდებარე მუხლის შესაბამისად კონფისკირებული დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლები ან ქონება გადაეცეს სპეციალურ ფონდს, რომლის მიზანია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის მსხვერპლთათვის პრევენციისა და დახმარების პროგრამების დაფინანსებ