1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა განისაზღვროს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში დახმარება ან წაქეზება, თუ იგი ხორციელდება წინასწარგანზრახვით.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა განისაზღვროს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა.
3. თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს მე-2 პუნქტი, მთლიანად ან ნაწილობრივ, მე-20 მუხლის 1.b, d, e და f პუნქტებით, 21-ე მუხლის 1.c პუნქტით, 22-ე და 23-ე მუხლებით დასჯადად დადგენილი დანაშაულების მიმარ