1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია მის სასარგებლოდ ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებს ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის წარმომადგენელი, და რომელსაც გააჩნია წამყვანი თანამდებობა ამ იურიდიულ პირის შიგნით, კერძოდ გააჩნია:
a) იურიდიული პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
b) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება;
c) იურიდიული პირის ფარგლებში კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება.
2. 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუ 1 პუნქტში მითითებული პირის მიერ გამოჩენილი არასაკმარისი ზედამხედველობის ან კონტროლის გამო, შესაძლებელი გახდა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ, იმ ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებდა მისი უფლებამოსილებით.
3. მხარის სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, იურიდიულ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
4. ეს პასუხისმგებლობა არ ზღუდავს იმ ფიზიკურ პირთა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულ