1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს გამოძიებისა და სისხლის სამართლის პროცესის ჩატარება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და უფლებათა დაცვით.
2. თითოეული მხარე შეიმუშავებს მსხვერპლთა მიმართ დაცვით მიდგომას და უზრუნველყოფს, რომ გამოძიებამ და სისხლის სამართლის პროცესმა არ გამოიწვიოს ბავშვის მიმართ მიყენებული ტრავმის გამწვავება და რომ სისხლის სამართალწარმოების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს დახმარების გაწევა.
3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გამოძიებას და სისხლის სამართლის პროცესს მიენიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა და განხორციელდეს უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე.
4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე თავით გათვალისწინებული ზომები არ ზღუდავდეს დაცვის უფლებათა განხორციელებას და სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესის მოთხოვნებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.
5. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, რათა:
- უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარება;
- მისცეს საგამოძიებო განყოფილებებს ან სამსახურებს შესაძლებლობა მოახდინონ მე-20 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების მსხვერპლთა იდენტიფიცირება, რაც ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების, კერძოდ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გადაცემული ან ხელმისაწვდომად ქცეული ფოტოსურათებისა და აუდიოვიზუალური ჩანაწერების ანალიზის გზით უნდა განხორციელდე