თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ შემდეგი გარემოებები, თუ ისინი უკვე არ წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს, შიდა კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების შესაბამისად, განხილულ იქნეს როგორც დამამძიმებელი გარემოებები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სანქციების განსაზღვრისას:
a) დანაშაულმა სერიოზული ზიანი მიაყენა მსხვერპლის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობას;
b) დანაშაულს წინ უძღოდა ან თან ახლდა წამების ან სერიოზული ძალადობის აქტები;
c) დანაშაული ჩადენილ იქნა განსაკუთრებულად უმწეო მსხვერპლის მიმართ;
d) დანაშაული ჩადენილ იქნა ოჯახის წევრის მიერ, იმ პირის მიერ, რომელიც ცხოვრობს ბავშვთან ერთად, ან იმ პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ავტორიტეტული მდგომარეობა;
e) დანაშაული ჩადენილ იქნა რამდენიმე პირის მიერ, რომლებიც ერთობლივად მოქმედებდნენ;
f) დანაშაული ჩადენილ იქნა კრიმინალური ორგანიზაციის ფარგლებში;
g) დანაშაულის ჩამდენი პირი ადრეც იყო ნასამართლევი იმავე ხასიათის დანაშაულებისთვი