თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს მსხვერპლთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, მათ შორის მათი, როგორც მოწმეების სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით, გამოძიებისა და სისხლისამართალწარმოების ყველა ეტაპზე, კერძოდ შემდეგი გზით:
a) აცნობებენ მათ თავიანთი უფლებებისა და მათ ხელთ არსებული მომსახურებების, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მათ არ სურთ ასეთი ინფორმაციის მიღება, მათ საჩივართან დაკავშირებით მიღებული ზომების, გადასახადის, გამოძიების ან სამართალწარმოების საერთო მიმდინარეობის, ამ პროცესში მათი როლის, ასევე მათი საქმეების განხილვის შედეგების შესახებ;
b) უზრუნველყოფენ მსხვერპლის და მისი ოჯახის ინფორმირებას, იმ შემთხვევებში მაინც, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი ან მსჯავრდებული განთავისუფლდა დროებით ან საბოლოოდ;
c) მისცემენ მათ შესაძლებლობას, თავიანთი შიდა კანონმდებლობის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, მისცენ ჩვენება, წარმოადგინონ მტკიცებულებები და აირჩიონ თავიანთი მოსაზრებების, საჭიროებებისა და პრობლემების გამოთქმის ფორმა, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით;
d) უზრუნველყოფენ მათ შესაბამისი მხარდაჭერის სამსახურებით, მათი უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ წარმოჩენისა და გათვალისწინების მიზნით;
e) დაიცავენ მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს, მათ ვინაობას და მათ გამოსახულებას და მიიღებენ ზომებს თავიანთი შიდა კანონმდებლობის მიხედვით, რათა ხელი შეუშალონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება გააადვილოს მათი იდენტიფიცირება;
f) უზრუნველყოფენ მათი, ასევე მათი ოჯახების და მოწმეების დაცვას დაშინების, შურისძიების და განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან;
g) თავიდან აიცილებენ როგორც სასამართლოში, ისე სამართალდამცავ ორგანოებში მსხვერპლსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის კონტაქტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპეტენტური ორგანოები ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ, ან როცა გამოძიების ან სასამართლო პროცესი ითვალისწინებს ამგვარ კონტაქტს.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტურ ორგანოებთან პირველი კონტაქტისთანავე, მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია შესაბამისი სასამართლო და ადმინისტრაციული პროცესის შესახებ.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლისთვის, თუ შესაძლებელია უფასოდ, ხელმისაწვდომი იყოს იურიდიული დახმარება, თუ მას გააჩნია მხარის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოების მიერ მსხვერპლისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობას თუ, შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მას შეიძლება ჰქონდეს მხარის სტატუსი სისხლისამართლებრივ პროცესში და თუ მშობლის პასუხისმგებლობის მქონე პირებს ჩამორთმეული აქვთ ასეთ პროცესში ბავშვის წარმოდგენის უფლება მსხვერპლსა და მათ შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტის გამო.
თითოეული მხარე, საკანონმდებლო ან სხვა ზომების საშუალებით და თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს ჯგუფების, ფონდების, ასოციაციების ან სამთავრობო ან არა-სამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობას დახმარება გაუწიონ და/ან მხარი დაუჭირონ მსხვერპლთ, მათივე თანხმობით, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლისსამართლებრივ პროცესში.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლს წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად ინფორმაცია მიეწოდოს მისი ასაკის გათვალისწინებით და მისთვის გასაგებ ენაზ