თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, იურიდიული პროფესიების დამოუკიდებლობის მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოს, რომ ტრეინინგი ბავშვთა უფლებების, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ჩაუტარდეს სასამართლო პროცესში მონაწილე ყველა პირს, კერძოდ მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს.

თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა, თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოს, რომ:

a)      მოსამართლის ბრძანებით მოსმენა ჩატარდეს დახურულ სხდომაზე;

b)      მსხვერპლის ჩვენება მოსმენილ იქნეს სასამართლო დარბაზში მსხვერპლის დაუსწრებლად, კერძოდ შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

თავი VIII – მონაცემთა ჩაწერა და შენახ