1.            მხარეები ითანამშრომლებენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად და შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული აქტების, ერთგვაროვანი ან ეკვივალენტური კანონმდებლობის და შიდა კანონების  გამოყენების გზით, შესაძლებლობის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ:

a)      ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

b)      მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა;

c)      წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ან სასამართლო პროცესის ჩატარება.

2.            თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებათა მსხვერპლთ იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც ისინი არ ცხოვრობენ, მიეცეთ სარჩელის შეტანის შესაძლებლობა იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც მათ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

3.            თუ ის მხარე, რომელიც სისხლის სამართლის ან ექსტრადიციის საკითხებში ორმხრივი დახმარების გაწევას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, მიიღებს სამართლებრივი დახმარების ან ექსტრადიციის მოთხოვნას იმ მხარისგან, რომელთანაც მას გაფორმებული არა აქვს მსგავსი ხელშეკრულება, მას შეუძლია წინამდებარე კონვენცია მიიჩნიოს როგორც იურიდიული საფუძველი სისხლის სამართლის ან ექსტრადიციის საკითხებში დახმარების გაწევის მიზნით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

4.            თითოეული მხარე შესაძლებლობის შემთხვევაში შეეცდება უზრუნველყოს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების ასახვა მესამე ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ დახმარების პროგრამებში.

თავი X – მონიტორინგის მექანიზ