ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ადამიანის უფლებათა კომისარი, დანაშაულის პრობლემათა ევროპის კომიტეტი, ასევე ევროპის საბჭოს სხვა შესაბამისი სამთავრობათაშორისი კომიტეტები დანიშნავენ წარმომადგენელს მხარეთა კომიტეტში.
მინისტრთა კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებს წარმომადგენლის დანიშვნა მხარეთა კომიტეტში, ამ უკანასკნელთან კონსულტაციის შემდეგ.
სამოქალაქო საზოგადოების და კერძოდ არა-სამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მხარეთა კომიტეტში შესაძლებელია მიწვეულ იქნენ დამკვირვებლის სტატუსით, ევროპის საბჭოს შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
1-მე-3 პუნქტებში მითითებული წარმომადგენლები მხარეთა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ ხმის უფლების გარეშ