1.       წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების პრევენციის და მათთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა პირად მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული ნორმების და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი წესებისა და გარანტიების დაცვით, უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ვინაობასთან და გენეტიკურ პროფილთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და შენახვა.

2.       თითოეული მხარე, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს იმ ეროვნული ორგანოს დასახელებას და მისამართს, რომელიც პასუხისმგებელია 1 პუნქტის შესრულებაზე.

3.       თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ 1 პუნქტში მითითებული ინფორმაცია გადაეცეს სხვა მხარის კომპეტენტურ ორგანოს შიდა კანონმდებლობით და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით დადგენილი პირობების დაცვით.

თავი IX – საერთაშორისო თანამშრომლო