1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარგანზრახული ქცევის შემდეგი ფორმები:
ა. სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით;
ბ. ადამიანთან, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის სხვა აქტების განხორციელება;
გ. სხვა ადამიანის იძულება, მისი თანხმობის გარეშე, მესამე პირთან განახორციელოს სექსუალური ხასიათის აქტები.
2. თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით.
3. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენებოდეს იმ აქტების შემთხვევაშიც, რომლებიც ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლეების ან პარტნიორების მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობის საფუძველზ