1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო.
2. შესაფერისი სახელმწიფო კომპენსაცია გადაეცემა მათ, ვინც დაზარალდა სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობის შერყევის გამო იმ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალი ვერ იფარება სხვა წყაროებით, როგორიცაა, ძალადობის აქტების ჩამდენი პირი, დაზღვევა ან სახელმწიფო სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა ხელს არ უშლის მხარეებს, მოითხოვონ დამნაშავისგან მიღებული კომპენსაციის რეგრესის წესით დაბრუნება, თუ ეს რისკის ქვეშ არ აყენებს მსხვერპლის უსაფრთხოებას.
3. მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები უზრუნველყოფს კომპენსაციის გონივრულ ვადაში გაცემა