1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებთან მიმართებაში.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად, შესაფერისი სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის საშუალებებით იმ სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში, რომლებმაც ვერ შეასრულეს თავისი მოვალეობა, გაატარონ აუცილებელი პრევენციული ან დაცვითი ზომები თავისი უფლებამოსილების ფარგლებშ