1. მხარის მოთხოვნის საფუძველზე საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიყენოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება ამ ღონისძიებების მომთხოვნ მხარეს მოსთხოვოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაბუთებული დადგენილების ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.

2. მხარეებს შეუძლიათ წესების მე-20 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ ნებისმიერ შესაფერის დროს მიმართონ კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების მოთხოვნით კომპეტენტური სასამართლო ორგანოსადმი მხარეთა ნებისმიერი მიმართვა არ ითვლება საარბიტრაჟო შეთანხმების დარღვევად ან მასზე უარის თქმად და ეს მოთხოვნა გავლენას არ ახდენს საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილებაზ