კრება და პროცედურული განრიგი
1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემის შემდეგ, უმოკლეს ვადაში მხარეებთან მართავს პროცედურულ კრებას მათთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევისთვის, წესების 21-ე მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის მართებულად წარმართვის მიზნით, აგრეთვე საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგის განსაზღვრისთვის.
2. საარბიტრაჟო განხილვის მართებულად და ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს დამატებითი პროცედურული ზომები ან/და დააზუსტოს საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგი. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება გადაწყვიტოს ამ მიზნით დამატებითი პროცედურული კონფერენციის გამართვა.
3. პროცედურული კონფერენცია შეიძლება გაიმართოს ნებისმიერი მისაღები ფორმით, მათ შორის, პირადად შეხვედრის ან ტელევიდეოკონფერენციის სახით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენები