1. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება იმ ენაზე, რომელზედაც მხარეები არიან შეთანხმებული. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ენას, საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს საარბიტრაჟო ტრიბუნალი.
2. საარბიტრაჟო განხილვის ენისგან განსხვავებულ ენაზე წარმოდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს თან უნდა ერთოდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარეებთან მოლაპარაკების შემდეგ არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილება