1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უზრუნველყოფს საარბიტრაჟო განხილვის სწრაფად და ეკონომიურად წარმართვას.

2. საარბიტრაჟო განხილვის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება მიიღოს პროცედურული ზომები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესებს ან მხარეთა შეთანხმებას. პროცედურული ზომების მიღებამდე საარბიტრაჟო ტრიბუნალი მართვს კონსულტაციებს მხარეებთან.

3. ყველა დავაში საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს თავისი პოზიციების წარმოდგენის თანაბარი შესაძლებლობ