1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების  მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ადგენს და მხარეებს წერილობითი შენიშვნებისთვის წარუდგენს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას.

2. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა და მათი წარმომადგენლების სახელწოდებებს, აღწერას, მისამართებს და საკონტაქტო  ინფორმაციას;

ბ) არბიტრის (სამარბიტრიანი ტრიბუნალის შემთხვევაში − თითოეული არბიტრის)  სახელს, აღწერას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

გ) მხარეთა სამართლებრივი ინტერესების და მოთხოვნების მონახაზს, აგრეთვე საარბიტრაჟო დავის ღირებულების ოდენობას;

დ) ინფორმაციას საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, ენის და გამოსაყენებელი სამართლის შესახებ;

ე) პროცედურულ წესებს, რომლებმაც საარბიტრაჟო ცენტრის წესებთან ერთად უნდა დაარეგულიროს საარბიტრაჟო განხილვა.

3. მხარეები და საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) დღის ვადაში ხელს აწერენ საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას. თუ რომელიმე მხარე არ მოაწერს ხელს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას, დადგენილება ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონედ მისი მეორე მხარისა და არბიტრის ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის ყველა წევრის ხელმოწერისას.

4. მხარეებს არა აქვთ უფლება, საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერის შემდეგ დააყენონ ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას ამგვარი ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), მისი (მათი) არსის, საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარე ეტაპის ან სხვა შესაბამისი გარემოების გათვალისწინები