1. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი საჭიროდ მიიჩნევს ან მხარე მოითხოვს, საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმეზე მართავს ზეპირ მოსმენას.

2. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, ზეპირ მოსმენამდე გონივრულ ვადაში განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის დროს, თარიღს და ადგილს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი სრულად არის პასუხისმგებელი ზეპირი მოსმენის გამართვაზე.

3. თუ მხარე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება საარბიტრაჟო სხდომაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია სხდომა ამ მხარის დაუსწრებლად გამართოს და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

4. საარბიტრაჟო სხდომა დახურულია და მასთან დაკავშირბული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ჩანაწერი და ოქმი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულა