1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია განსაზღვროს მტკიცებულებათა მნიშვნელობა და მათი დასაშვებობის საკითხი.
2. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოსთხოვოს მხარეს ნებისმიერი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია წინასწარ, საარბიტრაჟო სხდომამდე მოსთხოვოს მხარეებს იმ მოწმეების ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების ვინაობის შეტყობინება, რომელთა წარმოდგენასაც ისინი გეგმავენ. თუ მხარეები მოითხოვენ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალი შესაფერისად მიიჩნევს, მოწმეები შეიძლება დაიკითხონ პირდაპირ და ჯვარედინად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
4. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან მეტი ექსპერტი მის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. მხარეებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წერილობით წარმოადგინონ პოზიციები ამგვარად დანიშნული ექსპერტის (ექსპერტების) დასკვნასთან დაკავშირებით. თუ მხარეები მოითხოვენ, ასეთი ექსპერტი (ექსპერტები) შეიძლება საარბიტრაჟო სხდომაზე ნებისმიერმა მხარემ დაკითხო