1. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საპატიო მიზეზის გარეშე არ წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი წესების 28-ე მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია შეწყვიტოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა.

2. თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ საპატიო მიზეზის გარეშე არ წარადგინა საარბიტრაჟო შესაგებელი წესების 28-ე მუხლის შესაბამისად ან სხვაგვარად ვერ წარადგინა თავისი პოზიცია, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გააგრძელოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებ