1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წერილობით გამოიტანება და უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომელზეც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამყარებს თავის გადაწყვეტილებას.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელს აწერენ არბიტრები. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ერთზე მეტი არბიტრისგან შედგება და რომელიმე მათგანი არ მოაწერს ხელს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებაში ახსნილი უნდა იყოს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოსცეს ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებ