1. მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში მოსთხოვოს საარბიტრაჟო ტრიბუნალს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება. მხარე ვალდებულია ამის შესახებ მეორე მხარეს შეატყობინოს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება გაიცემა წერილობით, ზემოაღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 45 (ორმოცდახუთ) დღის ან საარბიტრაჟო საბჭოს მიერ დადგენილ დამატებით ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ჯერ საარბიტრაჟო საბჭოს წარედგინება დასამტკიცებლად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება გადაწყვეტილების ნაწილად ითვლება და ის უნდა აკმაყოფილებდეს წესების 35-ე და 36-ე მუხლებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
2. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია შეასწოროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არსებული ბეჭდვითი, ტექნიკური და სხვა მსგავსი შეცდომები და ხარვეზები, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამგვარ შესწორებებს დასამტკიცებლად წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში.
3. მხარეებს ასევე შეუძლიათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში მოითხოვონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომების/ხარვეზების შესწორება. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორების მოთხოვნის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მეორე მხარეს შენიშვნების წარდგენისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორების მომთხოვნი მხარის მიერ წარდგენილი განცხადების მიღების დღიდან 30 (ოცდაათ) დღეს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარის განცხადებასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს მეორე მხარისთვის შენიშვნების წარდგენისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათ) დღეში ან საარბიტრაჟო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში.
ნაწილი VI − ხარჯე