1. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მხარეებმა, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, საარბიტრაჟო ცენტრმა და საარბიტრაჟო პროცესში მონაწილე ყველა პირმა უნდა დაიცვან ყველა საკითხისა და დოკუმენტის კონფიდენციალურობა, რომლებიც დაკავშირებულია ამ საარბიტრაჟო პროცესთან და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება საჯარო გახდეს, თუ ამაზე ყველა მხარე თანახმაა, ან თუ ეს ხდება იმ ფარგლებში, რომლებსაც ითვალისწინებს მხარის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან თუ მხარე საჭიროებს ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებას თავისი სამართლებრივი უფლების დასაცავად ან კომპეტენტურ სასამართლო ან სხვა ორგანოში მიმდინარე წარმოებისთვი