მუხლი 94. გამჭვირვალობა და კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება
თავი 6 — დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
1. თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი მეორე მხარის ყველა მოთხოვნას სპეციფიკური ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც ეხება მის მიერ განხორციელებულ ზოგად ღონისძიებებს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ეხება ან გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმებაზე. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე საკონტაქტო ერთეული მეორე მხარის მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდების მიზნით. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს შესაბამისი საკონტაქტო ერთეულების შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში. არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული საკონტაქტო ერთეულები იყვნენ კანონებისა და რეგულაციების დეპოზიტარები.
2. არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა მოითხოვდეს მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენას, რომლის გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს კანონის აღსრულების შეფერხება ან სხვაგვარად მოვიდეს წინააღმდეგობაში საჯარო ინტერესთან ან ზიანი მიაყენოს კონკრეტული სახელმწიფო ან კერძო საწარმოების ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.
მუხლი 21. ინფორმაციის გასაჯაროება ან გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს
მუხლი 20. კონფიდენციალურობა— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 27 ოქტომბრის რეგულაცია (EC) N 1935/2004
სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივებს 80/590/EEC და 89/109/EEC
მუხლი 17. შიდა ინფორმაციის გასაჯაროება— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“, მუხლი 94, №25/21, 21.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016628 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5069283/muxli-94/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია