1.
ამ თავის დებულებები არ უნდა ზღუდავდეს მხარეს, რომ მოითხოვოს ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე მოთხოვნილი საჭირო კვალიფიკაციის და/ან პროფესიული გამოცდილების ფლობა საქმიანობის შესაბამის სექტორთან მიმართებაში.

2.
თითოეულმა მხარემ უნდა წაახალისოს მათ ტერიტორიებზე შესაბამისი პროფესიული ორგანოები, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმისთვის ორმხრივ აღიარებაზე რეკომენდაციების წარდგენისაკენ, მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების  მიერ, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ კრიტერიუმების შესრულების მიზნით, რომელიც თითოეული მხარის მიერ გამოიყენება მეწარმეების და მომსახურების მიმწოდებლების და განსაკუთრებით, პროფესიული მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის, ლიცენზირების, საქმიანობის და სერტიფიცირებისათვის.

3.
მეორე პუნქტში მითითებული რეკომენდაციების მიღებისას, ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს ეს რეკომენდაცია იმ მიზნით, რომ დაადგინოს მისი შესაბამისობა ამ შეთანხმებასთან და არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეაფასოს:

(a) თითოეული მხარის მიერ, მომსახურების მიმწოდებლებისა და მეწარმეების ავტორიზაციის, ლიცენზირების, საქმიანობის და სერტიფიცირებისათვის გამოყენებული სტანდარტების და კრიტერიუმების თავსებადობა და;

(b) ორმხრივი აღიარების შეთანხმების პოტენციური ეკონომიკური ღირებულება.

4.

იმ შეთხვევაში, როდესაც ეს მოთხოვნები არის დაკმაყოფილებული, ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა უნდა განსაზღვროს საჭირო ნაბიჯები მოლაპარაკებებისათვის და მხარეები, მათი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე.

5.
ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა იყოს შესაბამისობაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამის დებულებებთან და განსაკუთრებით, GATS-ის VII მუხლთა