1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზირების მოთხოვნებთან და პროცედურებთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებული ღონისძიებები დაეფუძნოს კრიტერიუმებს, რომლებიც ხელს უშლის კომპეტენტურ ორგანოებს თვითნებური ფორმით გამოიყენონ საკუთარი ძალაუფლება შეფასების დროს.

2.
პირველ პუნქტში დასახელებული კრიტერიუმები უნდა იყოს:

(a) საჯარო პოლიტიკის მიზნების თანაზომადი;

(b) ნათელი და ცალსახა;

(c) ობიექტური;

(d) წინასწარ დადგენილი;

(e) საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი;

(f) გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი.

3.
ავტორიზაცია ან ლიცენზია უნდა გაიცეს მაშინვე, როცა შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ავტორიზაციის ან ლიცენზიის მიღების პირობები იქნა დაკმაყოფილებული.

4.
თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ან შექმნას სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოები ან პროცედურები, რომლებიც დაზარალებული მეწარმეების ან მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებენ დაფუძნებაზე, საზღვრებს გარეთ მომსახურების მიწოდებაზე ან საქმიანი მიზნებისათვის ფიზიკური პირების დროებით წარმომადგენლობაზე გავლენის მქონე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ განხილვას და იქ, სადაც გამართლებულია, გაითვალისწინონ მათი გამოსწორებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების შემოღება. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პროცედურები დამოუკიდებელი არ არის იმ უფლებამოსილი ორგანოსაგან, რომელიც იღებს ასეთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, მხარე უზრუნველყოფს, რომ ეს პროცედურები, პრაქტიკულად, ითვალისწინებდეს ობიექტურ და მიუკერძოებელ განხილვას.

5.
იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიების რაოდენობა არის შეზღუდული არსებული ბუნებრივი რესურსების ან ტექნიკური შესაძლებლობის სიმწირის გამო, თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს პოტენციური კანდიდატების შერჩევის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის სრულ გარანტიას, მათ შორის, ადეკვატურ საჯაროობას პროცედურის დაწყების, განხორციელების და დასრულების შესახებ.

6.
ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, შერჩევის პროცედურის წესების დადგენისას, თითოეულ მხარეს შეუძლია მხედველობაში მიიღოს საჯარო პოლიტიკის მიზნები, მათ შორის, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებ