1.
ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები და ფორმალური მხარე უნდა იყოს გასაგები, უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ და განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ მათი განაცხადი განიხილება ობიექტურად და მიუკერძოებლად.

2.
ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები, ასევე ფორმალური მხარე უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი და ზედმეტად არ უნდა გაართულოს ან შეაფერხოს მომსახურების განხორციელება. ნებისმიერი სალიცენზიო მოსაკრებელი[18]
, რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებლებს მათი განაცხადიდან გამომდინარე, უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ავტორიზაციის პროცედურის ხარჯის პროპორციული.

3.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზირების ან ავტორიზაციის პროცესში კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოყენებული პროცედურები და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მიუკერძოებელი ყველა განმცხადებლის მიმართ. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული იმ მომსახურების რომელიმე მიმწოდებლის წინაშე, რომლისთვისაც საჭიროა ლიცენზიის ან ავტორიზაციის მიღება.

4.
იმ შემთხვევაში, როდესაც განაცხადების მიღებისთვის დაწესებულია სპეციფიკური პერიოდი, განმცხადებელს უნდა მიეცეს განაცხადის წარდგენისათვის გონივრული ვადა. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა წამოიწყოს განაცხადის დამუშავება ზედმეტი შეფერხების გარეშე. სადაც შესაძლებელია,  განაცხადები უნდა იქნეს მიღებული ელექტრონული ფორმით აუთენტურობის იგივე პირობებით, რაც არსებობს განაცხადის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში.

5.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ განაცხადის დამუშავება, მათ შორის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მოხდეს დასრულებული განაცხადის წარდგენიდან გონივრულ ვადაში. თითოეული მხარე მიზნად ისახავს განაცხადის დამუშავებისთვის გონივრული ვადის დაწესებას.

6.
კომპეტენტურმა ორგანომ, იმ განაცხადის მიღებიდან, რომელსაც ის მიიჩნევს არასრულად, გონივრული ვადაში უნდა შეატყობინოს განმცხადებელს შესაძლებლობის ფარგლებში, რომ მან განაცხადის დასრულების მიზნით წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და მისცეს მას საშუალება გამოასწოროს უზუსტობები.

7.
სადაც შესაძლებელია, აუთენტური ასლები უნდა იქნეს მიღებული ორიგინალი დოკუმენტების ნაცვლად.

8.
თუ კომპეტენტურმა ორგანომ უარი თქვა განაცხადის მიღებაზე, განმცხადებელი დროულად უნდა იქნეს ინფორმირებული წერილობითი ფორმით. მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელი ასევე უნდა იქნეს ინფორმირებული განაცხადის მიღებაზე უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების შესახებ.

9.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზია ან ავტორიზაცია, მისი გაცემის შემდეგ, ძალაში შედის შეფერხების გარეშე განსაზღვრული ვადების და პირობების შესაბამისად.

ქვენაწილი 2

ზოგადი დებულებე