1.
ამ შეთანხმების XI-D და XI-H დანართების შესაბამისად, მხარეებმა უნდა დართონ ნება მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის დამოუკიდებელ პროფესიონალებს მომსახურების მიწოდებაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
2.
მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:
(a)
ფიზიკური პირები დროებით უნდა იყვნენ ჩართულები მომსახურების მიწოდებაში, როგორც მეორე მხარეში თვითდასაქმებულები და უნდა გააჩნდეთ მომსახურების კონტრაქტი, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 თვეს;
(b)
ფიზიკური პირები მეორე მხარეში შესვლისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ფლობდნენ არანაკლებ ექვსწლიან პროფესიულ გამოცდილებას საქმიანობის იმ სექტორში, რომელიც კონტრაქტის საგანს წარმოადგენს;
(c)
ფიზიკურ პირებს, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა გააჩნდეთ:
(i)
უნივერსიტეტის დიპლომი ან შესაბამისი დონის[17]
ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაცია და
(ii)
პროფესიული კვალიფიკაცია, სადაც ის არის მოთხოვნილი საქმიანობის განხორციელებისათვის იმ მხარის კანონების, რეგულაციების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, სადაც ხდება
მომსახურების
მიწოდება;
(d)
(d) ფიზიკური პირის მხარეში შესვლა და დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს მთლიან ექვსთვიან პერიოდს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში ან კონტრაქტის მოქმედების ვადას, რომელიც უფრო ნაკლები იქნება;
(e)
(e) ამ მუხლის დებულებებით განსაზღვრული დაშვება უკავშირდება მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრულ მომსახურებას და არ გულისხმობს იმ მხარის პროფესიული წოდების გამოყენებას, რომელშიც ხდება მომსახურების განხორციელება.
ნაწილი 5
საკანონმდებლო რეგულირება
ქვენაწილი 1
შიდა რეგულირე