1.
მხარეები ადასტურებენ მათ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს გენერალური შეთანხმებიდან მომსახურებით ვაჭრობის შესახებ (GATS), საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების შესვლასთან და დროებით ყოფნასთან მიმართებაში. ამ შეთანხმების XI-D და XI-H დანართების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლებს, მიაწოდონ მომსახურება მათ ტერიტორიაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით.
2.
მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:
(a) ფიზიკური პირები, როგორც იმ იურიდიული პირის დასაქმებულები, რომელმაც მიიღო მომსახურების კონტრაქტი არაუმეტეს 12 თვის ვადით, დროებით უნდა იყვნენ ჩართულები მომსახურების მიწოდებაში;
(b) ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა შესთავაზონ მომსახურება როგორც იურიდიული პირის დასაქმებულებმა, რომელიც აწვდის მომსახურებას მეორე მხარეში, შესვლისათვის განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, მეორე მხარეში შესვლისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, ფიზიკურ პირებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ სამწლიანი პროფესიული გამოცდილება[15]
საქმიანობის იმ სექტორში, რომელიც კონტრაქტის საგანს წარმოადგენს;
(c) ფიზიკურ პირებს, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა გააჩნდეთ:
i)
უნივერსტიტეტის დიპლომი ან ეკვივალენტური დონის[16]
ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაცია და
ii)
პროფესიული კვალიფიკაცია, სადაც ის არის მოთხოვნილი საქმიანობის განხორციელებისათვის იმ მხარის კანონების, რეგულაციების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, რომელშიც ხდება მომსახურების
მიწოდება;
(d) ფიზიკურმა პირმა არ უნდა მიიღოს ანაზღაურება მეორე მხარეში მომსახურების მიწოდებისათვის, გარდა მისი დამსაქმებელი იურიდიული პირისაგან მიღებული ანაზღაურებისა.
(e) ფიზიკური პირის მხარეში შესვლა და დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს სულ ექვსთვიან პერიოდს ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში ან კონტრაქტის მოქმედების ვადას, რომელიც უფრო ნაკლები იქნება;
(f) ამ მუხლის დებულებებით განსაზღვრული დაშვება უკავშირდება მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრულ მომსახურებას და არ გულისხმობს იმ მხარის პროფესიული წოდების გამოყენებას, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება;
(g) მომსახურების კონტრაქტით განსაზღვრულ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, როგორც ეს შეიძლება მოთხოვნილი იყოს იმ მხარის კანონებით, რეგულაციებით ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნებით, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდებ