1.
იმის გათვალისწინებით, რომ ვაჭრობისას კომპუტერული სერვისის ლიბერალიზაცია ხდება   ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიხედვით,  მხარეებმა უნდა დაიცვან ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.

2.
CPC[19]
84, გაეროს კოდი, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურების აღწერისთვის, მოიცავს ძირითად ფუნქციებს, რომლებიც გამოიყენება ყველა კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად:

(a)
კომპიუტერული პროგრამები განსაზღვრულია, როგორც ინსტრუქციების კომპლექტი, რომლებიც საჭიროა კომპიუტერების მუშაობისთვის და ურთიერთკავშირებისთვის (მათი განვითარების და დანერგვის ჩათვლით);

(b)

მონაცემთა დამუშავების და შენახვის; და

(c) მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის, როგორიცაა კლიენტის თანამშრომლების კონსულტაციები და ტრენინგები.

ტექნოლოგიური განვითარება იწვევს ამ მომსახურების მზარდ შეთავაზებას, როგორც  შესაბამისი მომსახურების პაკეტის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ამ ძირითად ფუნქციებს. მაგალითად, ისეთი მომსახურება, როგორიცაა ვებ ან დომეინ ჰოსტინგი, მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი და განაწილებული გამოთვლები, თითოეული შეიცავს ძირითადი კომპიუტერული მომსახურების ფუნქციების კომბინაციებს.

3.
კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურება, იმის მიუხედავად არის თუ არა ის ქსელის საშუალებით, მათ შორის ინტერნეტით მიწოდებული, მოიცავს ყველა მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს:

(a)  კონსულტაციას, სტრატეგიას, ანალიზს, დაგეგმარებას, სპეციფიკაციას, დიზაინს, განვითარებას, ინსტალაციას, განხორციელებას, ინტეგრაციას, ტესტირებას, გამართვას, განახლებას, მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას ან  მენეჯმენტს კომპიუტერებისთვის ან კომპიუტერული სისტემებისათვის;

(b)  კომპიუტერულ პროგრამებს,  განსაზღვრულს როგორც  ინსტრუქციების კომპლექტი, რომელიც საჭიროა კომპიუტერების მუშაობისთვის და ურთიერთკავშირებისთვის (როგორც ასეთი), ასევე კონსულტაციას, სტრატეგიას, ანალიზს, დაგეგმარებას, სპეციფიკაციას, დიზაინს, განვითარებას, ინსტალაციას, განხორციელებას, ინტეგრაციას, ტესტირებას, გამართვას, განახლებას, ადაპტაციას, შენახვას, მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, კომპიუტერული პროგრამების მენეჯმენტს ან გამოყენებას; ან

(c) მონაცემთა დამუშავებას, მონაცემთა შენახვას, მონაცემთა ჰოსტინგს ან მონაცემთა ბაზების მომსახურებას; ან ოფისის დანადგარების და მოწყობილობის მოვლას და შეკეთებას, კომპიუტერების ჩათვლით; ან კლიენტის იმ თანამშრომლების ტრეინინგს, რომლებიც კავშირში არიან კომპიუტერულ პროგრამებთან, კომპიუტერებთან ან კომპიუტერულ სისტემებთან და სხვაგან არსად არიან კლასიფიცირებულნი.

4.
კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურება უზრუნველყოს სხვა მომსახურების (მაგალითად, საბანკო საქმიანობა) განხორციელებას როგორც ელექტრონული, ისე სხვა საშუალებებით. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი  განსხვავება მომსახურების განხორციელების საშუალებასა (მაგალითად, ვებ-ჰოსტინგი ან აპლიკაციის ჰოსტინგი) და კონტენტ ან ძირითად  მომსახურებას შორის, რომელიც მიწოდებულია ელექტრონულად (მაგალითად, საბანკო საქმიანობა). ასეთ შემთხვევებში, კონტენტი ან ძირითადი მომსახურება არ იფარება CPC 84-ით.

ქვენაწილი 4

საფოსტო და საკურიერო მომსახურე