1. ემიტენტმა, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში უნდა გაასაჯაროოს შიდა ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ამ ემიტენტს ეხება.
ემიტენტმა შიდა ინფორმაცია ისე უნდა გაასაჯაროოს, რომ შესაძლებელი იყოს მისი სწრაფად და სრულყოფილად მიღება, საზოგადოების მიერ ინფორმაციის სწორად და დროულად შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპარლამენტის და საბჭოს 2004/109/EC დირექტივის 21-ე მუხლში მითითებული ოფიციალურად დამტკიცებული მექანიზმის ამოქმედება[7]. ემიტენტმა შიდა ინფორმაციის გასაჯაროება და თავისი საქმიანობებით ვაჭრობა არ უნდა გააერთიანოს. ემიტენტმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა განათავსოს და, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს განთავსებული ყველა შიდა ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც მას მოეთხოვება.
ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთაც მოითხოვეს ან დაუმტკიცდათ წევრ სახელმწიფოში რეგულირებულ ბაზარზე მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება, ან იმ ინსტრუმენტების შემთხვევაში, რომლებითაც ვაჭრობენ მხოლოდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთაც დაუმტკიცდათ მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან რომელთაც წევრ სახელმწიფოში მოითხოვეს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში თავიანთი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება.
2. ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ საჯაროდ, ეფექტურად და დროულად უნდა გაასაჯაროოს ემისიის კვოტებთან დაკავშირებული ინცორმაცია, რომელსაც იგი ფლობს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მათ შორის, 2003/87/EC დირექტივის I დანართში განსაზღვრული საავიაციო საქმიანობიდან გამომდინარე ან აღნიშნული დირექტივის მე-3 მუხლის (e) ქვეპუნქტში მითითებულ ნაგებობებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს შესაბამისი მონაწილე ან მისი მშობელი საწარმო ან დაკავშირებული საწარმო, ან ინფორმაცია საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მონაწილე, მშობელი საწარმო ან დაკავშირებული საწარმო პასუხისმგებელია სრულად ან ნაწილობრივ. რაც შეეხება ნაგებობებს, მათთან დაკავშირებით უნდა გასაჯაროვდეს ინფორმცია ნაგებობების ტევადობისა და გამოყენების შესახებ, მათ შორის, ამგვარი ნაგებობების დაგეგმილი ან დაუგეგმავი მიუწვდომლობის შესახებ.
1-ელი ქვეპუნქტი არ ვრცელდება გაფრქვევების კვოტების ბაზრის მონაწილეზე, თუ მის მფლობელობაში, კონტროლის ქვეშ ან პასუხისმგებლობაში არსებული ნაგებობებიდან ან საავიაციო საქმიანობის შედეგად გაფრქვეული ნახშირბადის დიოქსიდი წინა წელს არ აღემატებოდა მინიმალურ ზღვარს, ხოლო თუ მის მიერ განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებულია წვასთან, ნომინალური თერმული სიმძლავრე არ აღემატებოდა მინიმალურ ზღვარს.
ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მიზნით, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც ადგენს ნახშირბადის დიოქსიდის მინიმალურ ზღვარს და ნომინალური თერმული სიმძლავრის მინიმალურ ზღვარს.
3. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გაეგზავნება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში გათვალისწინებული შეტყობინებები.
4. ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეს შეუძლია, პირადი პასუხისმგებლობით გადადოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
სავარაუდოდ, დაუყოვნებლივი გასაჯაროება დააზიანებს ემიტენტის ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის ინტერესებს;
გასაჯაროების გადადება არ გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას;
ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში, რასაც ეტაპობრივი ხასიათი აქვს და იწვევს განსაკუთრებული გარემოების დადგომას ან განსაკუთრებულ მოვლენას, ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეს შეუძლია, პირადი პასუხისმგებლობით გადაავადოს ამ პროცესთან დაკავშირებული შიდა ინფორმაციის გასაჯაროება 1-ელი ქვეპუნქტის (a), (b) და (c) ქვექვეპუნქტების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე გადადებს შიდა ინფორმაციის გასაჯაროებას ამ პუნქტის მიხედვით, მან მე-3 პუნქტში განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეატყობინოს, რომ ინფომაციის გასაჯაროება გვიანდება და ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე უნდა მიაწოდოს წერილობითი ახსნა-განმარტება ამ პუნქტში განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ალტერნატივის სახით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, უზრუნველყონ, რომ ამგვარი ახსნა-განმარტება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მე-3 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანო.
5. ფინანსური სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად ემიტენტს, რომელიც არის საკრედიტო დაწესებულება ან ფინანსური ინსტიტუტი, შეუძლია, პირადი პასუხისმგებლობით გადაწიოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება, მათ შორის, იმ ინფორმაციისა, რომელიც დაკავშირებულია დროებითი ლიკვიდურობის პრობლემასთან და, განსაკუთრებით, ცენტრალური ბანკისგან ან ბოლო ინსტაციის კრედიტორისგან დროებითი ლიკვიდურობისთვის დახმარების მიღებასთან, თუ არსებობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
შიდა ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის ემიტენტის ან ფინანსური სისტემის ფინანსურ მდგრადობას;
გამჟღავნების გადავადება საზოგადოებრივ ინტერესებშია;
შესაძლებელია ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო ეთანხმება გადავადებას იმ პირობით, თუ დაკმაყოფიდება (a), (b) და (c) ქვექვეპუნქტებში მითითებული პირობები.
6. მე-5 პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, ემიტენტმა მე-3 პუნქტში განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა აცნობოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადავადების შესახებ და უნდა წარუდგინოს მტკიცებულება, რომ მე-5 პუნქტის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობები დაკმაყოფილებულია. საჭიროების შემთხვევაში, მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო კონსულტაციებს გაივლის ეროვნულ ცენტრალურ ბანკთან ან მაკროპრუდენციული რეგულირების ორგანოსთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან, ალტერნატივის სახით, შემდეგ ორგანოებთან:
იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი არის საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/36/EU დირექტივის 133-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ორგანოსთან[8];
(a) ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისგან განსხვავებულ შემთხვევებში, ნებისმიერ სხვა ეროვნულ ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია ემიტენტის ზედამხედველობაზე.
მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ შიდა ინფორმაციის გამჟღავნება გადაიდება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებისთვის მისაღები ვადით. მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო, მინიმუმ, ერთ კვირაში შეაფასებს, კვლავ დაკმაყოფილებულია თუ არა (a), (b) და (c) ქვექვეპუნქტებში მითითებული პირობები.
თუ მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო არ ეთანხმება შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადავადებას, ემიტენტმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს შიდა ინფორმაცია.
ეს პუნქტი ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ემიტენტის მიერ შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადადების გადაწყვეტილება არაა მიღებული მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ის, რომ ამ პუნქტში მითითებულია მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო, კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ უშლის, შეასრულოს თავისი ფუნქციები 23-ე მუხლის 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული რომელიმე გზით.
7. იმ შემთხვევაში, თუ შიდა ინფორმაციის გასაჯაროება გადაიდება მე-4 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუმცა ამ შიდა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა უკვე შეუძლებელია, ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ ეს შიდა ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში.
ეს პუნქტი გულისხმობს სიტუაციებს, როდესაც ვრცელდება ჭორი შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის გასაჯაროებაც გადავადებულია მე-4 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად და ეს ჭორი იმდენად ზუსტია, რომ შეუძლებელია ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა.
8. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე, ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედი პირი რაიმე შიდა ინფორმაციას უმჟღავნებს მესამე მხარეს მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული სამსახურეობრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას, მათ სრულყოფილად და ეფექტურად უნდა გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია, ერთდროულად, საერთაშორისო გასაჯაროების შემთხვევაში და სწრაფად, არასაერთაშორისო გასაჯაროების შემთხვევაში. ეს პუნქტი არ ვრცელდება ინფორმაციის მიმღებ პირზე, რომელიც ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რას ეფუძვნება ამგვარი ვალდებულება, კანონს, რეგულაციებს, სადამფუძნებლო დოკუმენტს თუ ხელშეკრულებას.
9. იმ ემიტენტებთან დაკავშირებული შიდა ინფორმაცია, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა დაშვებულია მცირე და საშუალო საწარმოების მზარდ ბაზარზე, შესაძლებელია, გამოქვეყნდეს ვაჭრობის ადგილის ვებგვერდზე ნაცვლად ემიტენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებისა, როდესაც ვაჭრობის ადგილი ემიტენტებს სთავაზობს ამ საშუალებას აღნიშნულ ბაზარზე.
10. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს:
შიდა ინფორმაციის სათანადოდ გასაჯაროების ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მითითებულია 1-ელ, მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტებში;
შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადადების ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მითითებულია მე-4 და მე-5 პუნქტებში.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.
11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა გამოსცეს სახელმძღვანელო მითითებები მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტში გათვალისწინებული ემიტენტების კანონიერი ინტერესებისა და იმგვარი სიტუაციების არასრული ნუსხის შესაქმნელად, როდესაც შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადავადება, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, როგორც მითითებულია მე-4 პუნქტის (b) ქვეპუნქტშ